ჩარკვიანი: ნამდვილი სიყვარულის დროს ბოლომდე რჩება რომანტიკა

ქართველი დიპლომატი და ფილოლოგი გელა ჩარკვიანი სიყვარულზე საუბრობს.
Sputnik

„ყველაფერს სიყვარულს ვეძახით ჩვენ. მიმაჩნია, რომ ნამდვილი სიყვარული არის ის, რაც თანაცხოვრებაში არ ნელდება. განელება არ ხდება ამ გრძნობის, რჩება ბოლომდე რომანტიკის ელემენტიც და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეროტიული ელემენტიც. ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ ხდება შეჩვევა“, - ამბობს გელა ჩარკვიანი.

მისი თქმით, სიყვარულის პირველი მუხტი უნდა იყოს ძალიან ძლიერი.