ტყიბულში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ავტომობილის მძღოლი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ტყიბულში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ავტომობილი ფეხით მოსიარულე მამაკაცს ტყიბულის ცენტრში გუშინ ღამით დაეჯახა.

მომხდარზე გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.