ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 12 იანვარს

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შაბათს უნალექო ამინდი ელოდებათ
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში შაბათს, 12 იანვარს, მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 08:27 საათზე ამოვა და 17:51 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით ნულ გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით პლუს რვა გრადუსამდე გათბება.