ოჯახური ძალადობა: გარდაბნის რაიონში შვილმა დედა დაჭრა

ოჯახური ძალადობის შედეგად ქალმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში ურთიერთდაპირისპირების დროს შვილმა დედა დაჭრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ოჯახური ძალადობის შედეგად ქალს სხეულზე დაზიანებები აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით, რომელიც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.