ოკუჯავა: წარმოუდგენელია ნაბახუსევზე ადამიანი უსაფრთხოდ მართავდეს ავტომობილს

ნევროლოგი ნათია ოკუჯავა ავტომანქანის მართვის დროს მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობს.
Sputnik

„ჩვენ ყველანი ახალი წლის დღეებში ვართ გამოუძინებლები, ყველას არეული გვაქვს ძილი, ეს ასეც უნდა იყოს, აუცილებელიც კი არის, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯობს ამ დროს თავი შევიკავოთ ავტომობილის მართვისგან“, – აღნიშნა ნათია ოკუჯავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში „ექიმის საათი“.

ნევროლოგის განმარტებით, როდესაც ადამიანი გამოუძინებელია, ყველა ის უნარი, რაც დაკავშირებულია ავტომობილის უსაფრთხო მართვასთან, დაქვეითებული აქვს.