ცერცვაძე: H1N1 გრიპის სიმპტომები არ განსხვავდება სხვა გრიპის სიმპტომებისგან

ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს იმაზე, რა სიმპტომები აქვს ე.წ. ღორის გრიპს და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.
Sputnik

„განსხვავება არ არის ისე გამოხატული, რომ კრიტიკული სურათის საფუძველზე დავსვათ H1N1-ის დიაგნოზი. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ვერ გავიგებთ და ეს არც არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციონისტის განმარტებით, პაციენტებმა, ვისაც აქვს დაავადების უეცარი დაწყება, სხეულის ტემპერატურა 38-ზე მეტი, ხველა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი და დიარეა, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს.