ზუგდიდში თოვლის ბაბუის მოპარვის ფაქტი გახსნეს

მამაკაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. ზუგდიდის „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუის მოპარვაში ბრალდებული დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რუსთავში საახალწლო სოფელში ხანძარი გაჩნდა

ქურდობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

მამაკაცს ბრალად ედება ზუგდიდის ცენტრში, „მაკდონალდსის” ტერიტორიიდან სათამაშო თოვლის ბაბუას მოპარვა. მის წინააღმდეგ საქმე 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზუგდიდში „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუა წუხელ, გვიან ღამით მოიპარეს. პერსონალმა კი ქურდობის ფაქტი დღეს დილით შეამჩნია.