სალომე ზურაბიშვილმა „ქართუ ბანკს“ 1 მილიონი ლარი დაუბრუნა

ერთი მილიონი ლარი ზურაბიშვილმა იმის გამო მიიღო, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 10%-ზე მეტი მოიპოვა
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ „ქართუ ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი დაუბრუნა, იუწყება Новости-Грузия პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში: ზურაბიშვილმა „ქართუდან“ მილიონი ლარი ისესხა >>

ზურაბიშვილს თანხა წინასაარჩევნო კამპანიისთვის დასჭირდა. მან „ქართუ ბანკში“ კრედიტი სექტემბერში აიღო.

საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა - 28 ოქტომბერს და 28 ნოემბერს. პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოაგროვა.

„განსაკუთრებული და მძიმე წელი“ – პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირველი საახალწლო მილოცვა

ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურისთვის აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ივანიშვილმა დააარსა. არჩევნებში გაიმარჯვა ზურაბიშვილმა - მას ხმა მისცა ამომრჩეველთა 59,52%-მა. ზურაბიშვილის კონკურენტი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე.

ზურაბიშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ მას კრედიტის დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ მოუწევს, რადგან დარწმუნებულია, რომ პირველივე ტურში 10%-ზე მეტ ხმას მოიპოვებს. ხოლო საარჩევნო კოდექსის თანახმად, კანდიდატს, რომელმაც 10%-ზე მეტი ხმა მიიღო, შეუძლია მოსთხოვოს სახელწმიფოს წინასაარჩევნო კამპანიაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, არაუმეტეს 1 მილიონი ლარისა.