ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა

ასევე დაწყებულია „მისომო მანი კრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესიც.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო მო მანი კრედიტს“ რეგისტრაცია გაუუქმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციას რეგისტრაცია საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით გაუუქმდა. შესაბამის განკარგულებას ხელი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა უკვე მოაწერა.

ტელეკომპანიის ცნობით, ასევე დაწყებულია „მისომო მანი კრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესიც.

„მისო მო მანი კრედიტის“ ვებგვერდის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ოფისები თბილისში, გორსა და რუსთავში აქვს.

საქართველოში დღეისთვის 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.