ბურჯანაძე მოუწოდებს საქართველოს არ აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია

ქართული ეკლესია უკრაინის „ახალი ეკლესიის“ აღიარების საკითხს სიფრთხილით მოეკიდება, მიაჩნია პოლიტიკოსს
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. უკრაინის „ახალი ეკლესიის“ აღიარება თბილისისთვის დამღუპველი გადაწყვეტილება იქნება, დარწმუნებულია საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, ოპოზიციონერი ნინო ბურჯანაძე, იუწყება РИА Новости.

ილია II: იმედი მაქვს, კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას >>

საპატრიარქო: საქართველო უკრაინის ავტოკეფალიას მხარს არ უჭერს, ის შეფასებისგან თავს იკავებს

გასულ კვირას კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა კიევს „ახალი ეკლესიის“ ავტოკეფალიის ტომოსი გადასცა. როგორც დოკუმენტიდან გამომდინარეობს, მისი იურისდიქცია უკრაინის ტერიტორიით შემოიფარგლება და უცხოეთში ეპისკოპოსების დანიშვნის ან სამრევლოს დაარსების ნებას არ რთავს. სხვა შეზღუდვებიც არსებობს, რომელიც ახალ სტრუქტურას კონსტანტინოპოლზე დამოკიდებულს ხდის. რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ავტოკეფალიას ფარატინა ქაღალდი უწოდეს, ხოლო ტომოსის ხელმოწერის დღეს - ყველაზე ტრაგიკული დღე მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაში. ქართულ ეკლესიაში ადრე განაცხადეს, რომ ავტოკეფალიის საკითხზე საკუთარ პოზიციას იანვარში, წმინდა სინოდის მორიგ სხდომაზე გაახმოვანებენ, რომლის გამართვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა არა მარტო ეკლესიისთვის, არამედ საქართველოს მომავლისთვის. მე სრულიადაც არ მიკვირს ის ძალიან ფრთხილი მიდგომა, რომელსაც ახლა საქართველოს საპატრიარქო იყენებს. ის მაქსიმალური ყურადღებითა და სიფრთხილით ეკიდება ამ საკითხს, რასაც ვერ ვიტყვი ქართველ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებზე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქვეყნის ინტერესები და ერთიანობა, და არა უკრაინელი ხალხის ინტერესები, „მიუხედავად მათ შორის მეგობრული ურთიერთობებისა“.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს

„იმ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მივმართავ, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს მოუწოდებენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისკენ.. არ იცით, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს სიტყვებს და არ გესმით, რომ ეკლესიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის დამღუპველი იქნება... დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ისევ სიფრთხილით იმოქმედებს და არ მოხდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

„ახალი ეკლესია“ შეიქმნა კიევში დეკემბრის თვეში, „გამაერთიანებელ კრებაზე“ ორი არაკანონიკური საეკლესიო სტრუქტურის შერწყმის შედეგად, რომლებიც მანამდე უკრაინაში ფუნქციონირებდა. ახალ „ავტოკეფალურ ეკლესიას“ სათავეში „მიტროპოლიტი“ ეპიფანე დუმენკო ჩაუდგა. კანონიკურმა უკრაინულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.