ჰოლივუდის ვარსკვლავები "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე

Sputnik

ლოს-ანჯელესში ყოველწლიური "ოქროს გლობუსის" დაჯილდოება გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები დაჯილდოების რიგით 76-ე ცერემონიაზე.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია "ოქროს გლობუსი" გასულ კვირას გაიმართა. დაჯილდოება ლოს-ანჯელესის სასტუმრო "ბევერლი ჰილტონში" შედგა. წელს ცერემონია ენდი სემბერგსა და სანდრა ოს მიჰყავდათ.

"ოსკარის" შემდეგ ყველაზე პრესტიჟული კინოცერემონია "ოქროს გლობუსი" წელს 76-ედ გაიმართა.

1 / 15
ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია "ოქროს გლობუსი" 2018 წლის 6 იანვარს გაიმართა
2 / 15
ცერემონია ტრადიციულად ლოს-ანჯელესში სასტუმრო "ბევერლი ჰილტონში" გაიმართა
3 / 15
პრესტიჟულ ცერემონიაზე ჰოლივუდის თითქმის ყველა ვარსკვლავმა მოიყარა თავი
4 / 15
გასული წლისგან განსხვავებით, "ოქროს გლობუსის" 76-ე ცერემონია უფრო დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
5 / 15
წელს ცნობილმა ადამიანებმა წითელი ხალიჩისთვის უფრო მხიარული ფერები და პრინტები აირჩიეს
6 / 15
წითელი ხალიჩის მთავარ ვარსკვლავად მოდის კრიტიკოსებმა ლედი გაგა დაასახელეს
7 / 15
წითელი ხალიჩისთვის რეიჩელ ბროსნაჰენმა Prada-ს ყვითელი ფერის კაბა აირჩია
8 / 15
კინო-ვარსკვლავების უმეტესობა ცდილობდა სამოსით გამორჩეულიყო. მაგალითად, მსახიობმა ინდია მურმა ყურადღება ნახევრად გამჭვირვალე ტანსაცმლით მიიპყრო
9 / 15
ცერემონიის ჩვეულებრივმა სტუმრებმაც საკმაოდ იმხიარულეს
10 / 15
თავშეკავებული და ელეგანტური იყო მსახიობი სანდრა ო, რომელსაც "ოქროს გლობუსის" ცერემონია მიჰყავდა
11 / 15
სანამ ჰოლივუდის მსახიობები საღამოს კაბებს უჩვენებდნენ წითელ ხალიჩაზე, ჯულია რობერტსი კლასიკური შავი შარვლითა და თხელი, უკან დაგრძელებული ტოპით გამოჩნდა
12 / 15
ნიკოლ კიდმანმა "გველის ტყავის" ვიწრო კაბაში მოხდენილი სხეულის ფორმა უჩვენა
13 / 15
მსახიობმა ჯოანა ნიუსომმა ეფექტურ პრინტიანი კაბა არჩია, მისი თანამგზავრი - მსახიობი ენდი სემბერგი კი უნაკლოებას ასხივებდა
14 / 15
მსახიობმა მისი პაილმა წითელი ფერი არჩია. მიიჩნევა, რომ წითელ ფერს თავდაჯერებული ადამიანები ირჩევენ. მსახიობის დანახვისას შეგვიძლია თამამად ვთქვათ - მან სწორი არჩევანი გააკეთა
15 / 15
მსახიობი ელისონ ბრი და მსახიობი დევიდ ფრანკო "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე