პრესკონფერენცია: საქართველოში მოდის სფეროში საუკეთესოებს დააჯილდოებენ

World Rising Stars-ის დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზატორების პრესკონფერენცია „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 10 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.
Sputnik

თბილისში 10–11 იანვარს მეორედ გაიმართება World Rising Stars-ის დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს და იმ ადამიანებს დააჯილდოებენ, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში სილამაზის კონკურსების გამართვას.

ღონისძიებაზე შეიკრიბებიან სხვადასხვა სილამაზის კონკურსების გამარჯვებულები, ასევე ყახაზეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, უკრაინის, რუსეთის, რუმინეთის, ინდოეთისა და აზერბაიჯანის სამოდელო კონკურსების გამარჯვებულები.

World Rising Stars-ის საინფორმაციო მხარდამჭერია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“.

ღონისძიების შესახებ დაწვრილებით ისაუბრებენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ პრესკონფერენციის მონაწილეები:

– სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი;

- Miss Planet Georgia 2018 ნინი გველესიანი;

- Mrs Planet 2018 ნინი შერმადინი;

- Miss Planet Tatarstan (რუსეთი) 2018 ლიალია ნაგოვიცინა;

- Miss Planet 2018 ჩეხეთი დომინიკა ვინსოვა.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაში მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com