კობახიძე: სიტყვით ძალადობა უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ჩვენ საზოგადოებაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე საუბრობს, სადაც ცილისწამებასა და სიტყვით ძალადობაზეც არის საუბარი.
Sputnik

„მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს დღევანდელი ქადაგებისთვის, ეპისტოლესთვის, სადაც საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. საუბარი იყო სიტყვით ძალადობის პრობლემაზე, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ჩვენ საზოგადოებაში“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ილია მეორეს მადლობა გადაუხადა იმ ძირითადი გზავნილებისთვის, რაზეც საშობაო ეპისტოლეში იყო საუბარი.