„2019 წლის შესანიშნავი დასაწყისი" – კალაძის ოჯახი ელიტურ კურორტზე ისვენებს

თბილისის მერი შვეიცარიის კურორტზე თხილამურებზე დგას და მეოთხე შვილს ასეირნებს.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ცნობილი შვეიცარიული კურორტი სან-მორიცი გახდა ადგილი, სადაც თბილისის მერი კახა კალაძე საახალწლო დღესასწაულებზე დროს ოჯახთან ერთად ატარებს.

თბილისის მერის მეუღლემ, პოპულარულმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ Instagram-ზე დასვენების ამსახველი ფოტოები გაავრცელა – წყვილი შვილებთან ერთად თოვლიან ქალაქში ისვენებს, კახა მეოთხე შვილს საბავშვო ეტლით ასეირნებს.

„2019 წლის შესანიშნავი დასაწყისი", – ასე აღწერს შვეიცარიაში დასვენებას ანუკი არეშიძე.

გასულ 2018 წელს კი კახა კალაძის მეუღლემ გასაოცარი უწოდა, რამდენადაც იგი მეოთხე შვილის დედა გახდა.

„გასაოცარი წელი მქონდა. დავკარგე და შევიძინე მრავალი ადამიანი. 2018 წლის განსაკუთრებული საჩუქარი კი ჩემი მეოთხე შვილი ნიკოლასია, რომელმაც ერთგვარად მაიძულა კიდევ უფრო შემყვარებოდა სიცოცხლე. გილოცავთ 2019 წელს და გისურვებთ ძალიან ლამაზი, ფერადი და სიკეთით სავსე წელი გქონოდეთ!" – წერს ანუკი.

სან-მორიცი გრაუბიუნდენის კანტონში, ამავე სახელწოდების ტბის ნაპირზე მდებარეობს. 1928 და 1948 წლებში სან-მორიცში ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ხოლო 1934, 1974 და 2003 წლებში სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. ყოველწლიურად აქ სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიო თასის ეტაპები იმართება. გარდა ამისა, სან-მორიცი ბობსლეის სამშობლოდ ითვლება.