კეთილი ტრადიცია – თბილისში საშობაო მსვლელობა "ალილო" გაიმართა

Sputnik

"ალილო" საშობაო მსვლელობაა სიმღერის თანხლებით, რომელიც შობის წინა ღამეს იმართება. ეს სახელწოდება ასევე მოერგო ძველ ქართულ საქველმოქმედო ტრადიციას, რომელიც საუკუნეების წინ გაჩნდა საქართველოში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ ჩატარდა ქვეყნის დედაქალაქში ტრადიციული მსვლელობა "ალილო".

"ალილოს" ჩატარების ტრადიციას ყოველთვის საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა. შობას საქართველოში ხალხი აგროვებდა შემოწირულობას, რომელიც შემდეგ უპოვრებს ხმარდებოდათ. მრავალი საუკუნის განმავლობაში "ალილოს" ჩატარების ტრადიციამ თავი დაიმკვიდრა. თუმცა საბჭოთა მმართველობის პერიოდში საქართველოში საშობაო საქველმოქმედო მსვლელობები აიკრძალა და მხოლოდ 90-იან წლებში აღდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით. 

ანგელოზები ქალაქში: თბილისში ალილოობა გაიმართა

ტრადიციისამებრ, "ალილოს" მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და მსვლელობას მართავენ ქალაქის ცენტრის გავლით - რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე და ბარათაშვილზე. მსვლელობის მონაწილეები მიემართებიან საქართველოს საპატრიარქოსკენ და პრეზიდენტის სასახლისკენ, შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობა სრულდება.

დღეისათვის მსვლელობას თეატრალიზებული ხასიათი აქვს და საკმაოდ სანახაობრივიცაა. "ალილოს" ესწრება ათასობით ადამიანი, მათ შორის ტურისტები და დედაქალაქის სტუმრები.

მსვლელობის მთავარი გმირები არიან "მახარობლები" – ბავშვები, რომლებსაც თეთრი სამოსი აცვიათ. ისინი გალობით ახარებენ ქრისტეშობას. გარდა ამისა, მსვლელობაში მონაწილეობენ ბიბლიური პერსონაჟების ფორმაში გამოწყობილი ადამიანებიც – ანგელოზები და მწყემსები, ასევე სასულიერო პირები. ისინი აღავლენენ ლოცვებს, მიასვენებენ ქრისტეს შობის დიდ ხატს და მიაქვთ დროშები.

თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებსა და შემოწირულობას გადასცემენ, რაც შემდგომ დაუნაწილდებათ უპოვრებს, მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებს.

1 / 17
"ალილო" საშობაო მსვლელობაა, რომელიც შობის წინა ღამეს იმართება. ეს სახელწოდება ასევე მოერგო ძველ ქართულ ტრადიციას, რომელიც უამრავი საუკუნის წინ გაჩნდა საქართველოში
2 / 17
თეთრებში გამოწყობილი ბავშვები "ალილოს" მთავარი გმირები არიან, მათ მახარობლებს უწოდებენ, ვინაიდან ისინი პირველები მიდიან და ქრისტეს შობის შესახებ იუწყებიან
3 / 17
მსვლელობაში მონაწილე ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან
4 / 17
"ალილოს" მონაწილეთა დიდი რაოდენობა ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი
5 / 17
"ალილოს" ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ანგელოზებისა და მწყემსების ფორმაში შემოსილი მონაწილეები არიან
6 / 17
თუ ქალაქის სტუმრებისა და ტურისტებისათვის "ალილო" სანახაობრივი და საინტერესო მოვლენაა, ბევრი თბილისელისთვის ეს დღესასწაული ქველმოქმედებაში მონაწილეობის შესაძლებლობაა
7 / 17
როგორც წესი, თბილისში მსვლელობა 14:00 საათზე იწყება და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდება - სწორედ ეს დროა საჭირო პირველი რესპუბლიკიდან ქალაქის ცენტრის გავლით სამებამდე მისასვლელად
8 / 17
საჩუქრებით სავსე ურმებს ხარები ატარებენ
9 / 17
პროცესიაში სულ რამდენიმე ასეთი ურემია - დღეისათვის ეს უფრო ტრადიციაა, ვინაიდან საჩუქრების დიდი ნაწილი ავტომობილებით გადააქვთ
10 / 17
"ალილოში" მონაწილე სასულიერო პირები ქრისტეს შობის ხატს მიაბრძანებენ
11 / 17
საშობაო მსვლელობის მონაწილეები ყველა გამვლელს შობას ულოცავენ და მისალოც ბარათებს ჩუქნიან ილია მეორის სახელით
12 / 17
"ალილოს" ჩატარების ტრადიცია უკვე მრავალ ასწლეულს ითვლის
13 / 17
მსვლელობისას საპატრულო პოლიცია საავტომობილო მოძრაობას კეტავს
14 / 17
მსვლელობაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია
15 / 17
"ალილოს" ჩატარების ტრადიციას ყოველთვის საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა. შობას საქართველოში ხალხი აგროვებდა შემოწირულობას, რომელიც შემდეგ უპოვრებს ხმარდებოდათ. მრავალი საუკუნის განმავლობაში "ალილოს" ჩატარების ტრადიციამ თავი დაიმკვიდრა. თუმცა საბჭოთა მმართველობის პერიოდში საქართველოში საშობაო საქველმოქმედო მსვლელობები აიკრძალა და მხოლოდ 90-იან წლებში აღდგა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორის ინიციატივით
16 / 17
დღეისათვის მსვლელობას თეატრალიზებული ხასიათი აქვს და საკმაოდ სანახაობრივიცაა. "ალილოს" ესწრება ათასობით ადამიანი, მათ შორის ტურისტები და ქალაქის სტუმრები, ასევე თბილისის მკვიდრები
17 / 17
თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებსა და შემოწირულობას გადაასცემენ, რაც შემდგომ დაუნაწილდებათ უპოვრებს, მშობლების მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებს