თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. ტრანსკავკასიურ ავტომაგისტრალზე როკის გვირაბთან ზვავი ჩამოწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით.
„როკის გვირაბის რაიონში ზვავი ჩამოწვა. 5 მანქანა და 12 ადამიანი ბლოკირებული იყო“,- ნათქვამია განცხადებაში.
ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად ადგილზე სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა, რომლებმაც ისინი გადაარჩინეს და უახლოეს დასახლებულ პუნქტში მიიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ამჟამად როკის გვირაბთან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.