ნინო სუხიშვილი: ბაბუაჩემი ცეკვის ილეთებს საშენ მასალას ეძახდა

საქართველოს ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების" დირექტორი ნინო სუხიშვილი ანსამბლზე საუბრობს.
Sputnik

„დღეს ის, რაც კლასიკად არის აღიარებული და ტრადიციად,  ყველაფერი იყო ნოვაცია. ნინომ და ილიკომ ძალიან ბევრი ქართული ცეკვა დადგეს და ეს მათი თავისუფალი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ბაბაუჩემი ქართულ ილეთებს საშენ მასალას ეძახდა,  რომლითაც ჩვენ ახალ ქორეოგრაფიას ვქმნით. თითო ილეთი თითო აგურია, რომელსაც ერთმანეთზე ვადგამთ და ცეკვას ვდგამთ“, -ამბობს ნინო სუხიშვილი.

ანსამბლის ხელმძღვანლის თქმით, ხელოვნებაში ექსპერიმენტები არავის აუკრძალავს და ქართული ცეკვაც იმიტომ გახდა პოპულარული, რომ სიახლეები შეიტანეს.