თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. რუსეთი კვლავ ლიდერობს ქართული ღვინის იმპორტის კუთხით - 2018 წელს რუსეთში დაახლოებით 53,7 მილიონი ბოთლი ღვინო (0,75 ლ) გაიტანეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით მეზობელ ქვეყანაში ექსპორტი 12%-ით გაიზარდა.
2018 წელს საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განახორციელა - 86,2 მილიონი ბოთლი (0,75 ლ).
უწყების მონაცემებით, 2018 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა 2017 წლის მონაცემებს 13%-ით გადააჭარბა.
საქართველომ 2018 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში 203 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანეს - 2017 წელთან შედარებით 20%-ით მეტი.
ლიდერთა ხუთეულში ასევე შედის უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი.