ბიძინა ივანიშვილმა ილია მეორეს შობა მიულოცა

ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შობის დღესასწაული მიულოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავს

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში მართლმადიდებლები ორშაბათს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — შობას აღნიშნავენ. შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შედგა. საქართველოს პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.