ავლაბარში საპატრულო პოლიციის ავტომობილი  დაიწვა – ვიდეო

წინასწარი ინფორმაციით,  აალება ელექროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია
Sputnik

 

თბილისი, 7 იანვარი -  Sputnik. ავლაბარში, ღვინის აღმართზე საპატრულო პოლიციის ავტომობილს  ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

გავრცელებული  ინფორმაციით, ცეცხლი მოძრავ ავტომობილს  გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ჯერჯერობით, ცეცხლის გაჩენის ზუსტი  მიზეზი უცნობია. წინასწარი ინფორმაციით,  აალება ელექროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია. 

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო  ბრიგადადები იყო მობილიზებული.

მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით  დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის  დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.