მართვის მოწმობის შეცვლის დროა: ვის შეეხება სიახლე

1 მარტამდე ავტომობილების მძღოლებს C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის მართვის მოწმობების შეცვლა მოუწევთ
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული მართვის მოწმობები, რომლებიც სატვირთოების, მიკროავტობუსების და ავტობუსების მართვის უფლებას იძლევა, მიმდინარე წლის 1 მარტიდან ძალას კარგავს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეცვლას ექვემდებარება C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის მართვის მოწმობები.

დღეიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ აქვთ >>

ამისათვის მძღოლებმა უნდა მიმართონ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს, მიიტანონ ჯანმრთელობის ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის საფასური 15 ლარია, ხოლო აღდგენის - 35 ლარი.

მართვის მოწმობის შეცვლისას გამოცდის ჩაბარება საჭირო არ არის.

„ჭკვიანი კამერები“ მოქმედებაში - სიჩქარის გადაჭარბების რიცხვმა 37 ათასს გადააჭარბა

C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის მართვის მოწმობები 2014 წლის 1 მარტამდე გაიცემოდა უვადოდ, ხოლო შემდგომში - 5 წლის ვადით.

რაც შეეხება A, B, BE, T, S, A1 და B1 კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობებს, რომლებიც 2006 წლის 1 აპრილის შემდეგ არის გაცემული, მათი მოქმედების ვადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე განისაზღვრა.

2018 წლის აპრილამდე შსს უცვლიდა მართვის მოწმობებს იმ მძღოლებს, ვისაც ის 2006 წლამდე აქვს მიღებული.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვა 500 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება.

მართვის მოწმობის შეცვლის დროა: ვის შეეხება სიახლე