სხვადასხვა წლების საახალწლო სათამაშოები

Sputnik

ნაძვის ხე სათამაშოებისა და მოსართავების გარეშე ჩვეულებრივი ხეა. ზუსტად ეს ნივთები ქმნიან სახლში დღესასწაულის შეგრძნებას. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორი მრავალფეროვანი და ლამაზი შეიძლება იყოს საახალწლო სათამაშოები

ნაძვის ხის პირველი მოსართავები ძალიან უბრალო იყო და ქრისტიანულ სიმბოლიკას ატარებდა. მას თავზე ბეთლემის ვარსკვლავს ადგამდგნენ, ტოტებზე კი კიდებდნენ ვაშლებს, როგორც სიკეთისა და ბოროტების ხის ნაყოფს, ასევე ანთებდნენ სანთლებს, ღვთაებრივი სიწმინდის სიმბოლოდ. წლების განმავლობაში ნაძვის ხის მოსართავები შეიცვალა. სათამაშოები უფრო გართულდა, მოდაში შემოვიდა ხელოვნური მოსართავები, ტკბილეული და თხილი.

1 / 15
ნაძვის ხის სათამაშოები მხატვრული მოტივებით, ფრინველებისა და ცხოველების ფორმებით, ყოველთვის პოპულარულია
2 / 15
ნაძვის ხეებზე უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ვინტაჟური სათამაშოები, რომლებიც თაობებს გადაეცემათ
3 / 15
საახალწლო სათამაშების შექმნისას ფანტაზიას საზღვრები უბრალოდ არ აქვს
4 / 15
მაგალითად, ნაძვის ხის ბურთები წლის სიმბოლოთი შესაძლოა თილისმად იქცეს, ან უბრალოდ საჩუქრად
5 / 15
შესაძლოა პლასტიკის სათამაშოები მოსახერხებელია, თუმცა შუშის სათამაშოები განსაკუთრებულები არიან
6 / 15
ერთ-ერთი სათამაშო, რომელიც ნოსტალგიას აღვიძებს
7 / 15
ნაძვის ხის სათამაშოები
8 / 15
ნაძვის ხის სათამაშოებში ერთმანეთს ერწყმიან ტრადიციები და თანამედროვეობა
9 / 15
XX საუკუნის ნიშანი - ფასთფუდი ყველგან, ნაძვის ხეზეც კი
10 / 15
შუშის სათამაშოები ნაძვის ხისთვის საახალწლო ბაზრობაზე
11 / 15
საათის ფორმის სათამაშო, რომელიც ახალი წლის დადგომის სიმბოლოა, 1950-იან წლებში იყო პოპულარული, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ღამის კარნავალი". მას შემდეგ ნაძვის ხის ყველა საათზე თორმეტს ხუთი წუთი უკლია
12 / 15
საახალწლო ბაზრობებზე უამრავ ექსკლუზიურ სათამაშოს წააწყდებით
13 / 15
ყველაზე ძველი საკოლექციო მოსართავები კი საახალწლო გამოფენებზე შეგიძლიათ იხილოთ
14 / 15
ყველაზე გაცვეთილი და მსხვრევადი სათამაშოც კი განსაკუთრებული სითბოთი აგავსებთ
15 / 15
ბურთების ნაკრები "ცეცხლოვანი ცხენები"