კობახიძე: საახალწლოდ ერთი ტრადიცია მაქვს - თხილის გოზინაყს ვაკეთებ ხოლმე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საახალწლო ტრადიციებზე საუბრობს.
Sputnik

„ჩვენთან ტრადიციულად დადის თოვლის ბაბუა, ეს არის ერთი ტრადიცია. ღამე მოდის თორმეტ საათზე და კამერებიც კი ვერ აფიქსირებს, ისე შემოდის  და საიდუმლოდ ტოვებს საჩუქრებს. მე კიდევ ერთი ტრადიცია მაქვს -თხილის გოზინაყს ვაკეთებ ხოლმე ჩემი ხელით“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  საჭმლის მომზადება გერმანიაში ცხოვრების დროს ისწავლა.