რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს

საქართველოს დედაქალაქი იყო, არის და იქნება ყველაზე კაშკაშა, ნიჭიერი და ლამაზი არტისტების მიზიდულობის ეპიცენტრი
Sputnik

გასულ წელსაც საქართველოს მთელი მსოფლიოდან ხელოვნების მრავალფეროვანი და საინტერესო წარმომადგენლები ეწვივნენ. „Sputnik-საქართველო“ 2018 წლის ყველაზე სამახსოვრო ვიზიტებს იხსენებს.

ელტონ ჯონი

ელტონ ჯონის ორი კონცერტი, რომლსაც ქართველი მელომანები ერთ წელზე მეტი ელოდნენ, შეკვეთილში გაიმართა. ქართველი მსმენელისა და უამრავი ტურისტისთვის, რომლებიც საქართველოში ვარსკვლავის მოსასმენად ჩამოვიდნენ, ელტონ ჯონმა შეასრულა სიმღერები ბოლო ალბომიდან Wonderful Crazy Night, ასევე ძველი ჰიტები, მათ შორის Sorry Seems to Be the Hardest Word. ლეგენდარულმა მომღერალმა სიმღერა Candle in the Wind ორჯერ შეასრულა.

რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს

მიხაილ ბარიშნიკოვი

ბალეტის ვარსკვლავი, ცნობილი მსახიობი მიხაილ ბარიშნიკოვი თბილისში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ წარდგა. ეს იყო ლატვიის თეატრალური რეჟისორის, ალვის ჰერმანისის მიერ დადგმული მონოსპექტაკლი, რომელმაც ორი საკულტო პიროვნება ერთ სცენაზე შეახვედრა. ყველა აღფრთოვანებული იყო, ხოლო ბარიშნიკოვმა ბონუსის სახით „საპატიო თბილისელის“ წოდება მიიღო.

რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს

ენიო მორიკონე

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე Black Sea Arena-ს სცენაზე 19 მაისს წარდგა. კონცერტზე მორიკონე პირადად ხელმძღვანელობდა რომის სიმფონიურ ორკესტრს და ზაქარია მარჯანიშვილის სახელობის ბალეტისა და ოპერის თეატრის ორკესტრს. საღამო გაიმართა საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში, რომელიც მაესტროს შემოქმედების 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. ეს კომპოზიტორის საქართველოში პირველი ვიზიტი იყო.

რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს

ჩულპან ხამატოვა

თეატრისა და კინოს მსახიობი ჩულპან ხამატოვა წარდგა გრიბოედოვის თეატრის სცენაზე მუსიკალურ-პოეტურ საღამოზე „ბელა ახმადულინა. სიზმრები საქართველოზე“, რომელიც პოეტი ქალის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს

ანდრეი ზვიაგინცევი

„ოსკარის“ პრემიის ორგზის ნომინანტი, ვენეციის და კანის კინოფესტივალების მთავარი პრიზის მფლობელი და ლაურეატი, ცნობილი რუსი კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისს რუსთაველის თეატრის პროექტის „თანამედროვე კინოს დიდი ოსტატები“ ფარგლებში ეწვია.

რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს

რობერტ პლანტი

რიგით მე-12 Black Sea Jazz Festival-ი ლეგენდარული როკ-ჯგუფ Led Zeppelin-ის ექს-სოლისტ რობერტ პლანტის გამოსვლით გაიხსნა. პლანტმა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა თავის ბენდ Sensational Space Shifters-თან ერთად, შეასრულა კომპოზიციები ახალ ალბომიდან Carry Fire, ასევე მაყურებლის საყვარელი ძველი ჰიტები.

რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს

მიშელ უელბეკი

ცნობილი ფრანგი მწერალი და პოეტი მიშელ უელბეკი თავის ქართველ თაყვანისმცემლებს და მკითხველებს თბილისში 25 ივნისს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე პირველად საპატიო ქვეყნის სტატუსით წარდგა.

რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს

ალექსანდრ კალიაგინი

გაზაფხულზე თბილისს ესტუმრა რუსეთის სახალხო არტისტი ალექსანდრ კალიაგინი. რუსთაველის თეატრის სცენაზე 31 მარტსა და 1 აპრილს გაიმართა რობერტ სტურუას დადგმული გახმაურებული სპექტაკლი „რევიზორი. ვერსია“. მთავარი როლი სპექტაკლში სწორედ კალიაგინმა შეასრულა.

რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს

ერიკ-ემანუელ შმიტი

მსოფლიოში ცნობილმა ფრანგმა და ბელგიელმა მწერალმა ერიკ-ემანუელ შმიტმა, რომლის პიესები 30-ზე მეტ ქვეყანაში ითარგმნა და დაიდგა, თბილისელი ბიბლიოფილები 2018 წლის ნოემბერში გაახარა. ლიტერატურის აღიარებული გენიოსი საქართველოს პირველად ესტუმრა. შმიტი ესაუბრა მკითხველებს, ჟურნალისტებს, მან დაათვალიერა მუზეუმები და საქართველოში მცხოვრებ ფრანკოფონებს შეხვდა.

რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს

ტიმატი

პოპულარული რუსი შემსრულებელი, პროდიუსერი და მეწარმე ტიმატი საქართველოში ქართველი მილიონრის, თორნიკე ქებურიასა და მოდელ ქეთი ჟღენტის ქორწილში წარდგა. გრანდიოზული წვეულება კახეთში Ambassadori Kachreti Golf Resort-ში გაიმართა. ტიმატიმ ახალდაქორწინებულებს მიულოცა, იმღერა თავისი ბოლო ჰიტები და აღფრთოვანებული პუბლიკის წინაშე ლეკურიც იცეკვა.

რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს

გორან ბრეგოვიჩი

მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორი გორან ბრეგოვიჩი თბილისში კონცერტით სიყვარულის დღეს - 15 აპრილს წარდგა. შეყვარებული წყვილები აღფრთოვანებულები იყვნენ.

რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს

დიმა ბილანი

პოპულარულმა რუსმა მომღერალმა წელს ორი ქალაქი მოინახულა - ბათუმი და თბილისი. შემსრულებელმა იმღერა დახურულ ღონისძიებაზე, რომელიც, ქართული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის მიერ იყო ორგანიზებული. მან ასევე მოინახულა ბათუმის საზღვაო სასწავლებელი, რომელშიც ოდესღაც მამამისი სწავლობდა.

რობოტი სოფია

ქალი რობოტი სოფია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მიწვევით იმყოფებოდა. ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტის ოფიციალურ გახსნაზე წარდგა. თავის მოკლე მიმართვაში სოფიამ განაცხადა, რომ მას აინტერესებს უძველესი ქართული ენა, მოსწონს ქართული სამზარეულო და კულტურა.

რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს