როგორი ამინდი იქნება შობის ღამეს თბილისსა და ბათუმში

თბილისში ღამით 4 გრადუსი სითბო იქნება, ბათუმში ჰაერი კი 10 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. შობის ღამეს, 7 იანვარს, თბილისში მოღრუბლული და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ბათუმში გაწვიმდება.

შობის ღამეს მართლმადიდებელი მრევლი ტაძრებში ათენებს. საშობაო წირვის დროს ტაძრები მრევლს ვერ იტევს და ბევრ მორწმუნეს ქუჩაში დგომა უწევს. ამიტომ ამ დღეს ამინდს დიდი მნიშვნელობა აქვს.

თბილისში ღამით 4 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ბათუმში - 8-10 გრადუსი. დღისით დედაქალაქში ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება, ბათუმში - 8-მდე.