სომხეთისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები დაწესდა

Sputnik

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. უამინდობის გამო საქართველოს გზებზე მეორე დღეა შეზღუდვები მოქმედებს, ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სვანეთის გზებზე თოვლის გამო შეზღუდვები ამოქმედდა

ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარის გამო შეზღუდვები დაწესდა ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 90-112-ე კმ (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვები მოქმედებს ასევე რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე და სვანეთის გზებზე.