სვანეთის გზებზე თოვლის გამო შეზღუდვები ამოქმედდა

ზუგდიდიდან ხაიშამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გზა თავისუფალია
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო,  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-186-ე კმ (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს გზებზე კვლავ შეზღუდვები ამოქმედდა

დიზი-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. 

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 70-90-ე კმ (ხაიში-დიზი) მონაკვეთზე თავისუფალია.

რაც შეეხება ამავე გზის ზუგდიდი-ხაიშის მონაკვეთს, აქ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.