გურჯაანში საახალწლო განათებები დააზიანეს

უცნობმა პირებმა განათებების  ნაწილი დააზიანეს და მიწაზე დაყარეს.
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. გურჯაანში საახალწლო განათებები დააზიანეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ პარკში მოხდა.

უცნობმა პირებმა განათებების ნაწილი დააზიანეს და მიწაზე დაყარეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას და პოლიციას. საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა.

გურჯაანის მერია მოსახლეობას მიმართავს და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.