ყველაზე ხშირად საქართველოში ტურისტები აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან ჩამოდიან

ტურისტები ყველაზე ხშირად შემოდიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, „სარფის“ და „ყაზბეგის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ყველაზე ხშირად საქართველოში 2018 წელს აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები ჩამოდიოდნენ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სფეროს ძირითადი გამოწვევა დაასახელა >>

გასულ წელს საქართველოს უცხოელთა რეკორდული რაოდენობა ესტუმრა. საერთაშორისო ვიზიტორებმა ქვეყნის საზღვარი 8,7 მილიონჯერ გადაკვეთეს, აქედან 4,8 მილიონჯერ - ტურიზმის მიზნით.

პირველ ადგილზე არინ აზერბაიჯანის მოქალაქეები. მეორეზე - რუსეთის და მესამეზე - სომხეთის მოქალაქეები. ამასთან, რუსეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებში საქართველოს პოპულარობა იზრდება.

საქართველოში მეზობლების ვიზიტები

ქვეყანა

2017 წელი2018 წელიცვლილება
აზერბაიჯანი1 301 5561 424 610+9,5%
რუსეთი1 315 0571 404 757+23,8%
სომხეთი1 287 1681 268 886-1,4%

 

საქართველო აგრეთვე პოპულარულია თურქეთის, ირანის, უკრაინის, ისრაელისა და პოლონეთის მოქალაქეებს შორის.

უცხოელთა უმრავლესობა საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, „სარფის“ და „ყაზბეგის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შემოდის.

როგორ აპირებს ტურისტების მოზიდვას საქართველო 2019 წელს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის ყველა ვიზიტის 19,5%, „სარფზე“ – 18%, ხოლო „ყაზბეგზე“ – 15,7%.

საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ ტურიზმში რეკორდული მაჩვენებლების მიუხედავად, მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებენ.

პირველ რიგში, ტურისტებისათვის უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად გაგრძელდება გზების მოწესრიგება, განსაკუთრებით კულტურის ძეგლებისა თუ ღირსშესანიშნაობებისკენ მიმავალის.

გარდა ამისა, სახელმწიფო სამედიცინო, სპორტული, ღვინის და ა.შ. ტურიზმის განვითარებასაც აპირებს.

სამედიცინო ტურიზმი საქართველოში – სტომატოლოგიიდან პლასტიკურ ქირურგიამდე >>

ხელისუფლება ისეთი ღონისძიებების გატარებას გეგმავს, რომ ქვეყანა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი იყოს. ჯერჯერობით ტურისტების უმრავლესობა საქართველოში გაზაფხულის ბოლოდან შემოდგომის დასაწყისამდე ან ზამთარში ჩამოდის.