ბოლნისში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები დაფიქსირდა

მოქალაქეებს ავტომანქანების ძარაზე  ჯამში 24 კუბური მეტრი სხვადასხვა სახეობის, უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი ჰქონდათ განთავსებული.
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ოთხი ფაქტი გამოვლინეს, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე მოქალაქეებს ჯამში 24 კუბური მეტრი სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი ჰქონდათ განთავსებული.

მძღოლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია სამართალდამცველებს ვერ წარმოუდგინეს, ამის გამო პოლიციამ ავტომანქანები დალუქა, საქმის მასალები კი შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.