საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

სხვადასხვა სახის თამბაქოზე ფასი საშუალოდ 50 თეთრით გაიზარდა.
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოში თამბაქოს ფასი გაიზარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ კოლოფ „უინსტონზე” ფასი 4,30 ლარიდან 4,80 ლარამდე გაიზარდა. ასევე 50 თეთრით არის გაძვირებული „ქემელი”, რომლის ფასმა 4 ლარიდან 4,50 ლარამდე მოიმატა. კოლოფი „მაგნას“ ფასი კი 4,20 ლარია, მაშინ როდესაც რამდენიმე დღის წინ ის 3,70 ლარი ღირდა.

SOS! საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო ყოველწლიურად 11 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება

თამბაქოს ნაწარმზე ფასის მომატება საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ურჩია. ჯანმო მიუთითებს საგანგაშო სტატისტიკის შესახებ, რომლის თანახმად საქართველოში მოწევისგან ყოველწლიურად 11,4 ათასი ადამიანი კვდება.

ჯანმო-ს მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 32% მწეველია.

1 მაისიდან ქვეყანაში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, მოწევა იკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, კაფეებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და ნებისმიერი სახის შენობაში. გამონაკლისია რესტორნებისა და ბარების ღია ვერანდები ან ტერასები.

საქართველოში პური გაძვირდა >>

მოწევასთან ბრძოლის პარალელურად საქართველოს ხელისუფლება მწეველებისთვის დათმობებზე წავიდა. პარლამენტმა 6 დეკემბერს მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმად მოწევა ნებადართული გახდება სასწავლო დაწესებულებების, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ეზოებში.