ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

გარდაცვლილი დაშავებული ბათუმის მერიის სერვისების სამსახურის უფროსი იყო.
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ბათუმში 4 იანვარს ძლიერი ქარის დროს დაშავებული 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მამაკაცი ბათუმის მედცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ქარიშხალი ბათუმში - ნგრევის კადრები

მედიკოსების ცნობით, მამაკაცს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დაშავებული ბათუმის მერიის სერვისების სამსახურის უფროსი იყო.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მეორე დაშავებული. 60 წლის მამაკაცს  მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. დაშავებულს  ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მოტეხილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა და დაზიანდა ორი ავტომანქანა.