ხანძარი აჯამეთის ტყეში  - დამწვარია 3 ჰექტარი ფართობი

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია
Sputnik

თბილისი,  4 იანვარი — Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე აჯამეთის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ჰექტარი ფართობი დაიწვა, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

აჯამეთის ტყეში ხანძარი დღეს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზებაზე ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით იყო, ამიტომ მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამოწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.