„ეს არის ერთადერთი ჯადოქრობა. თუკი ღმერთი სიყვარულია, მაშინ ლოცვა ყოფილა სიტყვა „მიყვარხარ“... არიან განრიდებული ფსიქოტიპები, რომლებსაც იმდენად ეშინიათ გულისტკივილის, იმდენად ეშინიათ პასუხისმგებლობის, რომ ვერ ბედავენ, იტკინონ. ზოგადად, სიყვარული ბედნიერებისთვის უნდა იყოს და არა ტანჯვისთვის“, -ამბობს ნათია ფანჯიკიძე.
ფსიქოთერაპევტის თქმით, ტკივილის გარეშე ჩვენ ვერასოდეს ვერ გავხდებით მნიშვნელოვანი, რადგან ყოველდღიური კომფორტი უბრალოდ ბანალურია.