„ბასიანი“ მოსკოვში კონცერტებს გამართავს

კონცერტების პროგრამაშია ქართული და რუსული საგალობლები, ქართული ხალხური სიმღერები
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ცნობილი ქართული ხალხური სიმღერების სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ (Basiani) თებერვალში მოსკოვში ორ სოლო კონცერტს გამართავს.

კონცერტები 16 და 22 თებერვალს, შესაბამისად, მაცხოვრის ტაძრის ეკლესიების დარბაზსა და თეატრ Золотое кольцо–ში გაიმართება.

ქართული ბენდი Iriao მოსკოვში წარდგება

პროგრამაშია ქართული და რუსული საგალობლები, ქართული ხალხური სიმღერები ქართული ხალხური საკრავების თანხლებით, ასევე რუსული სიმღერები.

კონცერტები მოსკოვის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორია მუსიკალური პროექტი Имена на все времена, იდეის ავტორი – სოფია ქანთარია.

ანსამბლი „ბასიანი" 2000 წელს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის სოლისტების მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს მხარდაჭერით დაარსდა. კოლექტივმა რამდენიმე CD-დისკი გამოუშვა, ის სასულიერო მუსიკის დიდ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გასტროლებზე დადის.