ნინო ქათამაძემ ბათუმში საახალწლო კონცერტი გამართა

მომღერალმა კონცერტზე შეასრულა როგორც ძველი, ისე ახალი სიმღერები
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ბათუმში გუშინ საღამოს დასკვნითი საახალწლო კონცერტი გამართა, მსმენელის წინაშე ნინო ქათამაძე წარდგა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

კონცერტი ევროპის მოედანზე გაიმართა. მუსიკოსმა შეასრულა როგორც ძველი, ისე ახალი სიმღერები.

პოპულარული ქართველი მომღერლის, ეთნო–ჯაზ–დივას კონცერტი სამ საათს გაგრძელდა.