ფრაზები Sputnik საქართველოს გასული წლის სტატიებიდან -ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

ჩვენში ძალიან პოპულარობით სარგებლობს ცნობილი ადამიანების ბრძნული აზრები, რასაც სოციალურ ქსელებში ხშირად აზიარებენ.
Sputnik

თუკი მიკერძოებაში არ ჩამოგვართმევთ, ამგვარი საგულისხმო აზრი არა ერთხელ გამოუთქვამთ ჩვენს რესპონდენტებსაც. გთავაზობთ მათ მიერ სხვადასხვა მასალაში გამოთქმულ საინტერესო და გასათვალისწინებელ ფრაზებს...

მეცნიერი და მკურნალი ვოლფ მაიერი:

ფრაზები Sputnik საქართველოს გასული წლის სტატიებიდან -ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„პეპლის მოვლენა ამ ქვეყნად ადამიანის სულის განსხეულების მსგავსია. მას ხომ ორი ერთნაირი, იდენტური ფრთა აქვს - ნახატი სარკისებური ეფექტით, ეს არის ერთი სულის ორი მხარე. ყველა ადამიანს ჰყავს მეორე ნახევარი, რომელიც მხოლოდ მისი ნახევარია, მისი ნაწილი, როგორც მეორე ფრთა. მხოლოდ მისი აღმოჩენის და ერთად ყოფნის შემთხვევაში აფრინდება თქვენი პეპელა. სხვა შემთხვევაში იცოცხლებთ, მაგრამ მხოლოდ ჭუპრივით – ვერ იფრენთ.“

მხატვარი გოგა ჯაფარიძე:

ფრაზები Sputnik საქართველოს გასული წლის სტატიებიდან -ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„როცა ძალიან დავარცხნილ დროში ცხოვრობ, განვითარების შანსი რთულია. როცა კომფორტში ხარ, როგორ უნდა განვითარდე?! აქ კომფორტზე, როგორც ფენომენზე ვსაუბრობ. რათქმაუნდა, საღებავი და ტილო უნდა მქონდეს, რომ ვხატო. ხელოვნება და ფილოსოფია ისეთი რამეა, რომ ადამიანმა აუცილებელია რაღაც გამოსცადოს. თუ შენი გამოწვევა მარტო ისაა, რომ ბევრი ფული იშოვო, იქ სხვა უნარები ვითარდება. თუმცა ადამიანზეცაა დამოკიდებული როგორი კუთხით უყურებს ცხოვრებას და რა აინტერესებს.“

მაიკო მიქაია - პოეტი:

ფრაზები Sputnik საქართველოს გასული წლის სტატიებიდან -ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„არ უნდა დამორჩილდეს იმას, რასაც ბედისწერა გიმზადებს. ჯობია, შენში იპოვო ძალა და სიმშვიდე შეინარჩუნო, ალბათ უფრო სხვებისთვის, ვიდრე საკუთარი თავისთვის“.
გიორგი ხორბალაძე - პოეტი, გორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი:

ფრაზები Sputnik საქართველოს გასული წლის სტატიებიდან -ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„ყოველთვის, როცა პირველკურსელებთან შევდივარ, პირველივე ლექციაზე ვეუბნები, რომ იყვნენ თავისუფლები, თავისუფლად იაზროვნონ და არავის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ, მათ შორის არც ჩემი გავლენის ქვეშ. კიდევ, შესაძლოა, ეს ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ სულ ვეუბნები, რომ სიყვარულით იცხოვრონ, რაც ყველაფერში უნდა ჩანდეს - ესაა ბედნიერი ცხოვრების შეუცვლელი ფორმულა“...
ბეგი თავართქილაძე - საქართველოს პირველი ელჩი იტალიაში:

ფრაზები Sputnik საქართველოს გასული წლის სტატიებიდან -ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„ქართული თვისებებიდან იტალიელებს მეგობრობისა და ადამიანური ურთიერთობებით ვჯობივართ, იმიტომ, რომ მათი გახსნილობა უფრო ზედაპირულია.  ჩვენი ხასიათი და თვისებები ყველაზე ნათლად „ვეფხისტყაოსანში“  ჩანს, ამიტომაა ის საოცარი ქმნილება. მთავარია, რომ ადამიანმა საკუთარი თავი მოძებნოს ამ უსასრულო სამყაროში და მერე კი შეძლოს და შეინარჩუნოს ის, უერთგულოს საკუთარ პრინციპებს და მშობლიურ სამყაროსთან კავშირი ბოლომდე შეინარჩუნოს“...

გურამ გორდეზიანი - პოეტი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი:

ფრაზები Sputnik საქართველოს გასული წლის სტატიებიდან -ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„დედამიწას პოლიტიკოსები ატრიალებენ, ან მათი შიშით ბრუნავს საწყალი. პოლიტიკოსებმა ერთად რომ მოიყარონ თავი, ღერძიდან მოწყვეტენ და ეგ მთლად სასიამოვნო ფაქტი არ იქნება... მიყვარს სიცოცხლე, ოღონდ სამშობლოზე მეტად არა“.

ცირა ბარბაქაძე - პოეტი, სემიოტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი:

ფრაზები Sputnik საქართველოს გასული წლის სტატიებიდან -ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„რჩევები, რომელსაც ჩემს სტუდენტებს დავუწერდი ასეთია: 

-არ შეხვიდე სიბნელესთან დიალოგში! მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რა ხდება, არამედ ის, როგორ იქცევი შენ, როცა რაღაც ხდება; ყოველთვის აკეთე შენი საქმე - მიიღე მეტი ცოდნა; ცხოვრებაში ყოველგვარი სიტუაცია აქციე თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოცდის საშუალებად; პროტესტი გამოხატე ხელო-ვ-ნებით; არ იბრძოლო კონკრეტული შედეგისთვის. ცხოვრება აწმყოა და პროცესი, შედეგი ბუნებრივად დადგება; გულისტკივილი არსებობს სიყალბის ცნობიერებიდან გამოსადევნად,  გააცნობიერე და გათავისუფლდები; ყველაფერი აქციე თამაშად და ღირსება არ დაკარგო; იყავი პოზიტიური - სამყაროს სიხარული აკლია;

თამუნა ძოწენიძე - „ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების“ დამფუძნებელი:

ფრაზები Sputnik საქართველოს გასული წლის სტატიებიდან -ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„ბედნიერება სამყაროში ტალღასავით არსებობს და თანამედროვე ტექნოლოგიურ ენაზე რომ ვთქვათ, Wi-fiვით უნდა დაიჭირო. ადამიანს თუ დიდი მგრძნობელობა გააჩნია იმ სიკეთით სავსე პროცესების მიმართ, რაც ჩვენს გარემოში მიმდინარეობს, შეუძლებელია, ბედნიერი არ იყოს“...