თოვლის ბაბუა და მისი „თანამოძმეები“

Sputnik

თოვლის ბაბუა - ახალი წლის მთავარი ზღაპრული პერსონაჟი. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურებიან ახალი წლის მთავარი გმირები სხვადასხვა ქვეყნებში

საქართველოში ახალი წლის ყველაზე სანატრელი სტუმარი თოვლის ბაბუაა, რუსეთში დედ მოროზი, აშშ-ში სანტა კლაუსი. წლის ყველაზე ზღაპრული დღესასწაული მათ გარეშე წარმოუდგენელია.
თოვლის ბაბუის პერსონაჟი ნელ-ნელა ჩამოყალიბდა, ლიტერატურასა და სხვადასხვა ლეგენდებზე დაყრდნობით. თანამედროვე თოვლის ბაბუა, რომელსაც ყოველ წელს ხურჯინით სათამაშოები მოაქვს ბავშვებისთვის, - საკმაოდ ახალგაზრდა პერსონაჟია, ის დაახლოებით 100 წელს ითვლის

1 / 15
თბილისელები სამახსოვრო სურათს იღებენ თოვლის ბაბუასთან ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის წინ
2 / 15
თოვლის ბაბუა ანუ ფინურად იოულუპუკი - ფინური ზამთრის დღესასწაულების მთავარი გმირი. ალბათ ყველამ იცის, რომ ის ცხოვრობს ჩრდილოეთ ფინეთში და შობის დღესასწაულზე მთელ მსოფლიოს ახარებს
3 / 15
რუსი დედ მოროზი დღესასწაულზე
4 / 15
დედ მოროზი სხვადასხვა ფერის სამოსშია გამოწყობილი - ცისფერ, ლურჯ, წითელ ან თეთრ მოსასხამში, დიდი თეთრი წვერით და კვერთხით
5 / 15
70-იან წლებში ტეხასელი მექსიკელების უფლებებისათვის ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა მათი საკუთარი საშობაო გმირი - პანჩო კლაუსი. ის, სანტა-კლაუსივით, საჩუქრებს ურიგებს ბავშვებს
6 / 15
თათარი თოვლის ბაბუა კიშ ბაბაი და მისი ქალიშვილი კარ კიზი
7 / 15
იამალ ირი - იამალური თოვლის ბაბუა. ის იამალის ტუნდრასთან და პოლარულ ურალთან ერთად დაიბადა, დაჯილდოებულია ჯადოსნური ძალით ჩრდილოეთის კეთილი სულების მიერ
8 / 15
ნიდელრანდებსა და ბელგიას შობას სინტერკლაასი ევლინება. ბავშვები და უფროსები მის მოსვლას 5 ან 6 დეკემბერს აღნიშნავენ
9 / 15
ესპანეთში შობას ოლენტცეროს მოაქვს საჩუქრები. ის ეროვნულ სამოსშია გამოწყობილი და თან დააქვს ესპანური ღვინო
10 / 15
ყმაწვილი ყინვა პაკაინე კარელიაში თოვლის პაპის დაბადების დღესასწაულზე
11 / 15
წმინდა ნიკოლასი - პორტუგალიელი თოვლის ბაბუა
12 / 15
ინგლისური თოვლის ბაბუა (Father Christmas)
13 / 15
ოჯახისა და დღეგრძელობის მცველი - სააგან უბუგუნი ბურიატეთიდან
14 / 15
ესტონელი თოვლის ბაბუა იულუვანა სადღესასწაულო შეხვედრაზე ვიბორგში
15 / 15
სანტა-კლაუსი - დასავლური და ჩრდილოამერიკული ზღაპრული (ფოლკლორული) პერსონაჟი, რომელიც ბავშვების შობის დღესასწაულზე საჩუქრებს ჩუქნის