ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი მერიის მოქმედი თანამშრომელი აღმოჩნდა

მამაკაცმა 31 დეკემბრის ღამეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ დააყაჩაღა
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ზუგდიდში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი მერიის დასუფთავების სამსახურის მოქმედი თანამშრომელი გიგლა გოგილავაა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 52 წლის გოგილავამ 31 დეკემბრის ღამეს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ დააყაჩაღა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა.

ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ბანკში იმ დროს შეიჭრა, როცა სალაროს გადაბარება ხდებოდა.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ყაჩაღობის შედეგად გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე  საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს .ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ უკვე მეორედ დააყაჩაღეს.