ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 4 იანვარს

პარასკევს ჰაერი რვა გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში პარასკევს, 4 იანვარს მზიან, უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 08:28 საათზე ამოვა და 17:43 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +1 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +8 გრადუსი იქნება.