საქართველოში პენსიები გაიზარდა

შემდეგ ჯერზე პენსიები ზუსტად ერთი წლის შემდეგ – 2020 წლის 1 იანვარს გაიზრდება
Sputnik

თბილისის, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოში 1 იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზარდა და 200 ლარი შეადგინა.

მაღალმთიან დასახლებებში პენსია 240 ლარი იქნება

აქამდე პენსიის ოდენობა 180 ლარი იყო.

ამასთან, 2020 წლის 1 იანვრიდან პენსიები კიდევ 20 ლარით გაიზრდება.

პენსიები ბოლოს 2016 წლის აგვისტოში გაიზარდა. ამჟამად პენსიას საქართველოში 745 ათასზე მეტი ადამიანი იღებს.

საპენსიო ასაკი საქართველოში ქალებისთვის არის 60, ხოლო მამაკაცებისთვის – 65 წელი.