ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს

მამაკაცი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი -  Sputnik. ზუგდიდში ყაჩაღობის ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გუშინ ზუგდიდში მოხდა. მამაკაცმა რუსთაველის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო” დააყაჩაღა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა.

საახალწლოდ რუსთავში „ალტა ოქეი“ გაქურდეს

კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ყაჩაღობის შედეგად გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე  საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს .ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ უკვე მეორედ დააყაჩაღეს.