კახეთში  ავტომანქანამ მამაკაცი გაიტანა

ავტომობილი მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის გზაზე გადადიოდა.
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი -  Sputnik. ფეხით მოსიარულე დაიღუპა გურჯაანში მომხდარი ავარიის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

შემთხვევა  სოფელ ჩალაუბანში მოხდა. თვითმხილველების ცნობით, ავტომობილი მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის გზაზე გადადიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით  დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვის წლამდე ვადით