ევროპის საუკეთესო არქიტექტურის წოდებისთვის რვა „ქართული“ შენობა იბრძვის

წელს Mies Van Der Rohe-ს ჯილდოზე წარდგენილია 383 პროექტი. გამარჯვებული შენობა 2019 წლის 7 მაისს გამოვლინდება ბარსელონაში.
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. გერმანელი არქიტექტორ-მოდერნისტის, ლუდვიგ მის ვან დერ როეს სახელობის ჯილდოზე „საუკეთესო თანამედროვე არქიტექტურა 2019-ის“ წოდებაზე საქართველოდან რვა შენობაა წარდგენილი, ნათქვამია პრემიის ვებგვერდზე

ახალქალაქის იუსტიციის სახლს არქიტექტურის საერთაშორისო ფესტივალზე შეაფასებენ

პრესტიჟული ჯილდოს პრეტენდენტები არიან: კონცეპტუალური ბუტიკი-ოტელი Moxy Tbilisi, საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena შეკვეთილში, ქორეოგრაფ თეა დარჩიას საცეკვაო სტუდიის დარბაზი, მულტიკულტურული ცენტრი „ფაბრიკა“, „დეზერტირების ბაზრის“ განახლებული შენობა, Tbilisi Park Hotel-ი, თბილისის ყავის ქარხანა და ჭაჭის ცერემინიის პავილიონი. 

ევროპის თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ჯილდო Mies Van Der Rohe ევროკავშირმა დააარსა. პრემიის მიზანია, ევროპული არქიტექტურის აღიარება და შეფასება კონცეპტუალურ, სოციალურ, კულტურულ და ტექნიკურ ჭრილში.

წელს Mies Van Der Rohe-ს ჯილდოზე წარდგენილია 383 პროექტი. გამარჯვებული შენობა 2019 წლის 7 მაისს გამოვლინდება ბარსელონაში.