როგორ მორთეს საახალწლო ნაძვის ხეები ცნობილმა ადამიანებმა

სულ მალე ახალი წელი კარზე მოგვიკაკუნებს. ქალაქში უკვე იგრძნობა საახალწლო სამზადისი და სადღესასწაულო განწყობა. წლების განმავლობაში იცვლებოდა ტრადიციები, დიზაინი, იცვლება საახალწლო დეკორაციები. უცვლელი რჩება მხოლოდ ერთი დეტალი - ნაძვის ხე.
Sputnik

საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო ქართველი სელებრითების ოჯახებშიც. „sputnik საქართველო“ ცნობილი ადამიანების ნაძვის ხეებს წარმოგიდგენთ.

ლალი ტოტიკაშვილი

მოდელ ლალი ტოტიკაშვილის ნაძვის ხე ყოველ წელს განსაკუთრებული და დახვეწილია. ლალიმ ტრადიციას არც წელს უღალატა. ნაძვის ხე შვილებთან ერთა მორთო და მათთან ერთად იპოზიორა კიდეც.

გიორგი გასვიანი

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, გიორგი გასვიანმა ნაძვის ხე ოქროს ფერსა და წითელში გადაწყვიტა. ნაძვის ხეს გვერდს თოვლის პაპა უმშვენებს, რომელიც სათხილამუროდ წასასვლელად ემზადება.

მარიამ ვაშაძე

გამორჩეულად დახვეწილია ტელეწამყვან მარიამ ვაშაძის ნაძვის ხე. თეთრად დათოვლილი ხე, მარიამმა ოქროსფერი ყვავილებითა და ნათურებით მორთო. ოთახს ნამდვილად ეტყობა გემოვნებიანი დიასახლისის ხელი.

მაკა ზამბახიძე

სხვებს არც მომღერალი მაკა ზამბახიძე ჩამორჩა და სოციალურ ქსელში საკუთარი ნაძვის ხის ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ფოტოებში ჩანს მიერ მორთული ნაძვის ხე ფერთა სიუხვით გამოირჩევა.

ინგა გრიგოლია

საოცარ განწყობაზე დაგაყენებთ ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას ნაძვის ხე. როგორც ინგამ სოციალურ ქსელში დაწერა, ეს ნაძვის ხე 2006 წლიდან ამშვენებს მის სახლს. „არც ბერდება და არც მბეზრდება“, წერს გრიგოლია.

ნინო ჩხეიძე

წელს თეთრად დათოვლილ ნაძვის ხეს მიანიჭა უპირატესობა მომღერალმა ნინო ჩხეიძემ. ნაძვის ხე ისეთივე მომხიბვლელი და დახვეწილია, როგორც თავად მისი პატრონი.

შორენა ბეგაშვილი

წინასაახალწლო ფოტოსესია მოაწყო მოდელმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა. შორენამ წელს უპირატესობა წითელს ფერს მიანიჭა. მისი ნაძვის ხე სადა, მაგრამ დახვეწილი და განსაკუთრებულია.

მარკუს მეტრეველი

ფერთა სიუხვით გამორჩევა მომღერალ მარკუს მეტრეველის ნაძვის ხე. სადღესასწაულო დეკორაციებში დომინირებს ყვითელი, წითელი, მწვანე, ლურჯი ფერი. ნაძვის ხეს განსაკუთრებულ ელფერს მატებს თოვლის ბაბუები, რომლებიც ხის ძირში მოკალათებულან.