ახალი წლის ღამეს თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ავტომანქანების მოძრაობა კონცერტის დასრულებისთანავე აღდგება
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. 31 დეკემბერს, საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით 22:00 საათიდან, თბილისში, რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება, იუწყება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

„ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომანქანები იმოძრავებენ ელბაქიძის დაღმართზე, ხოლო თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიისკენ მიმავალი ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჭანტურიას ქუჩის გავლით, სასურველი მიმართულებით. მოძრაობა, ასევე, აკრძალული იქნება რუსთაველის გამზირის ყველა მკვეთ ქუჩაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტომანქანების მოძრაობა კონცერტის დასრულებისთანავე აღდგება.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას, ნათქვამია განცხადებაში.