დასახელდა XX საუკუნის ყველაზე პოპულარული სიმღერა

მსოფლიოში უმსხვილესმა ბიზნეს-კომპანიამ და ხმისჩამწერი ლეიბლების შვილობილმა კომპანიამ დაასახელა ის კომპოზიცია, რომელიც XX საუკუნეში ყველაზე ბევრჯერ მოისმინეს
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. ჯგუფ Queen-ის „ბოჰემიური რაფსოდია“ (Bohemian Rhapsody) XX საუკუნის ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა, იუწყება Universal Music Group Twitter-ში.

მედიაჰოლდინგის ვერსიით, ბრიტანული როკ-ჯგუფის კომპოზიცია 1,6 მილიარდჯერ მოისმინეს.

„ბოჰემიური რაფსოდია“ ბრიტანული ჯგუფის ლიდერმა ფრედი მერკურიმ 1975 წელს დაწერა. სიმღერა გამოირჩევა უჩვეულო მუსიკალური ფორმით და ოთხი სხვადასხვა სტილით: აკაპელა, ბალადა, ოპერა, როკი. ეს სტილები ერთმანეთს შეუმჩნევლად ანაცვლებს და სრულდება ე.წ კოდით (დასკვნითი პასაჟი). მუსიკალური ნაწარმოები სამჯერ შევიდა Hot 100-ის სიაში Billboard-ის ვერსიით: 1975, 1992 და 2018 წელს.