ნებისმიერი გემოვნებისთვის: საახალწლო ბაზარი თბილისში

Sputnik

ახალი წლის დადგომამდე ყველა სასურსათო ბაზარს ათასობით ადამიანი სტუმრობს, რომლებსაც გემრიელი საახალწლო სუფრის გაწყობა სურთ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ რა ხდება თბილისის ერთ-ერთ ბაზარში წინასაახალწლოდ

1 / 12
წინასაახალწლო დღეებში თბილისის ყველა ბაზარში უამრავი ხალხია
2 / 12
გამყიდველები დახლებზე საუკეთესო პროდუქციას ალაგებენ, ბაზრებში უამრავი ხილი და ტკბილეულია
3 / 12
ვინაიდან ბევრ ქართულ კერძში ნიგოზი გამოიყენება, საახალწლოდ მისი ფასი იზრდება
4 / 12
კანფეტებიც გაცილებით დიდი რაოდენობით იყიდება, ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით
5 / 12
მწვანილი და სუნელები - ბაზარში ყველაფრის პოვნაა შესაძლებელი
6 / 12
გოჭებზე ფასები დაეცა - ახლა ღორის წელიწადი მოდის და, სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით, მოთხოვნა ნაკლებია
7 / 12
თევზის რიგები ახალი წლის დღეებში საზღვაო ქალაქის ბაზარს მოგაგონებთ
8 / 12
ბაზარში ყველის უამრავი სახეობაა წარმოდგენილი
9 / 12
ჩირი, ჩურჩხელა და სხვა ტრადიციული ქართული ნუგბარი დიდი რაოდენობით იყიდება ბაზრებში
10 / 12
წინასადღესასწაულო დღეებში ყველას სურს გემრიელი ხილით გააწყოს სუფრა
11 / 12
თუმცა დღეისათვის თბილისში, ბაზრების გარდა, საკმაოდ ბევრია სუპერმარკეტი და დიდი საპროდუქტო მაღაზიები, სადაც ხალხის დიდი ნაწილი მიდის წინასაახალწლოდ
12 / 12
თუმცა, მიუხედავად ბევრი მაღაზიისა, ახალი წლის დღეებში ბაზრებში ხალხის რაოდენობა არ კლებულობს