ვითარება საქართველოს გზებზე: გუდაური-კობის მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო იყო აკრძალული
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ვითარება საქართველოს გზებზე: გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

რაც შეეხება გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

დეპარტამენტის ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის 85-ე კმ. მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო გუშინ, გვიან ღამით აიკრძალა.