თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კაფე გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. კაფეში ჩამსხვრეულია შუშა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ზუსტი რაოდენობა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც ქურდობას გულისხმობს.